„წაიღეთ თქვენი ნაგავი, არავითარი მოლაპარაკება“ – დანილოვი უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის განკარგულებაზე
უკრაინა რუსეთთან ე.წ. საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„და ვის სთავაზობენ ისინი ამ დაზავებას? არსებობს საკმაოდ მარტივი გამოსავალი – წაიღეთ თქვენი ჩემოდნები, წაიღეთ თქვენი ნაგავი და წადით რუსეთში. მათთან რაღაც დაზავებებზე არანაირი მოლაპარაკებები არ გვექნება. ჩვენთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნა დანილოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.