როლფ ბუხოლცი „შავ მაგიასთან“ კავშირის ბრალდებით დუბაიდან გამოაძევეს (ფოტოკოლაჟი)

გინესის რეკორდსმენი, „პირსინგის მეფედ“ აღიარებული როლფ ბუხოლცი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან დეპორტირებულია. ბუხოლცს კლუბ “Cirque Le Soir „-ის ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ის დუბაის საერთაშორისო აეროპორტის დაცვამ დააკავა და ქვეყანაში არ შეუშვა. გაპროტესტების შემდეგ მას აუხსნეს, რომ მიზეზი მისი „შავ მაგიასთან„ კავშირია. დეპორტაციის შემდეგ, ბუხოლცი თვითმფრინავით სტამბულში გამოაბრუნეს. ის მომხდარის გამო თავის განრისხებას ვერ მალავს. “პირსინგის მეფემ” ამ ფაქტს საკუთარ ტვიტერზე (twitter.com/rolf_de ) რამდენიმე ტვიტიც მიუძღვნა. ბუხოლცი მისი უფლებების დარღვევით აღშფოთებულია და აცხადებს, რომ აღარასოდეს ჩავა ამ ქვეყანაში. დუბაის აეროპორტი მან ბარგის დაკარგვაშიც დაადანაშაულა. როლფ ბუხოლცი 2012 წელს, როგორც მსოფლიოში ყველაზე პირსინგირებული ადამიანი, გინესის რეკორდსმენთა სიაში მოხვდა. მას სხეულზე 453 მეტალის ნივთი აქვს, მათგან 94 ტუჩზე, 8 – ცხვირზე, 25 – წარბებზე და 278 გენიტალიების მიდამოებში. ამ ყველაფრის „გვირგვინს“ კი წარმოდგენს ორი რქა, რომელიც ბუხოლცს შუბლზე აქვს განთავსებული.

10373708_500103386800015_6791185701787551959_n

10559949_500103693466651_8050133177213056652_n

10592818_500104110133276_4477960791620143231_n

10559667_500104283466592_699427965235908651_n

10311710_500103590133328_6970492433766764963_n

10420041_500103843466636_1746396768698339554_n

10553316_500103626799991_2088660040424486353_n

მომზადებულია spiegel.de -ს მასალების მიხედვით

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები