ავთანდილ თალაკვაძემ საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

ოზურგეთის მერმა – ავთანდილ თალაკვაძემ, მერის მოადგილემ – გიორგი ღურჯუმელიძემ და პარლამენტის წევრის – გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ოზურგეთის ბიუროს უფროსმა – ქეთევან ვასაძემ საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცეს.

“დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურებს.

ჩვენი საამაყო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი, მეხანძრე-მაშველები, სამხარეო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახალ წელს სამუშაო ადგილებზე ხვდებიან, რათა დაცული იყოს თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ოზურგეთის სახელით, მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის!
ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ!”, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები