“განწყობა ბრიუსელში არის პოზიტიური. ევროკავშირი დადებითად აფასებს იმ პროცესს, რომელიც საქართველოში 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
“ბუნებრივია, ახლა ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვართ. ჩვენ ევროკავშირმა ის ნაბიჯები, პრიორიტეტები დაგვისახა, რომლის შესრულების პირობებში საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს და დარწმუნებული ვარ და მაქვს მოკრძალებული მოლოდინი, რომ ეს ახლო მომავალში აუცილებლად მოხდება. განწყობა ბრიუსელში არის პოზიტიური. ევროკავშირი დადებითად აფასებს იმ პროცესს, რომელიც საქართველოში 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით მიმდინარეობს”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.