ლაგოდეხში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო(ფოტო)
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“, რომელმაც უკვე ტრადიციის სახე მიიღო, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში წელსაც გაიმართება.
ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადაღების სტენდები და ინსტალაციები.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟების ციკლს – როგორ გამოიყურება საახალწლოდ განათებული ლაგოდეხი: