„ქართული საგანძური“ – „ერისიონის“ ახალი შოუპროგრამა

22 დეკემბერს, 19:00 საათზე,  თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „ერისიონი“ შოუპროგრამა „ქართულ საგანძურს“ წარმოადგენს.
„ერისიონი“ ყოველი წლის ბოლოს ქართველ მაყურებელთან შესახვედრად განსაკუთრებით ემზადება. წინასაახალწლოდ ამაღლებული განწყობის შესაქმნელად თბილისის საკონცერტო დარბაზში ანსამბლი მაყურებელს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის, ათასწლეულებში გამოტარებულ და გამობრძმედილ ხალხურ პროფესიულ შემოქმედების შედევრებს წარუდგენს. ამავე შოუპროგრამით „ერისიონი“ ახლახან შვეიცარიის სამ დიდ ქალაქში, ჟენევაში, ლოზანასა და ციურიხში, ასევე აზერბაიჯანში, კერძოდ კი ბაქოში წარდგა მაყურებლის წინაშე“, – ნათქვამია ანსამბლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები