მარიამ ქვრივიშვილი ხვალ, თემაზე „ბაკურიანის ჩემპიონატი 2023“ პრესკონფერენციას გამართავს
ხვალ, 22 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემაზე „ბაკურიანის ჩემპიონატი 2023“.
საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 16 თებერვლიდან უმასპინძლებს.