Starlink-ი უკრაინას კიდევ რამდენიმე ათას ტერმინალს მიაწვდის
ილონ მასკის კომპანია უკრაინას სატელიტური ინტერნეტისთვის Starlink-ის კიდევ რამდენიმე ათასი ტერმინალის მიწოდებას დასთანმხდა.
ამის შესახებ უკრიინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ფედოროვის თქმით, მასკის კომპანია Space Exploration Technologies, უახლოეს თვეებში, კიევში 10 000-ზე მეტ მოწყობილობას გაუგზავნის.
“მასკმა დაგვარწმუნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. როდესაც მასშტაბური გათიშვა გვქონდა, მე მას შეტყობინება გავუგზავნე იმავე დღეს, მან მაშინვე მოახდინა რეაგირება და უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები. მას ესმის სიტუაცია”, – თქვა ფედოროვმა.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ SpaceX-ში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.