ბრიტანეთში ჩარლზ III-ის გამოსახულებით პირველი ბანკნოტები წარადგინეს

ინგლისის ბანკმა ახალი ბანკნოტის დიზაინი წარადგინა, რომელზეც გამოსახულია მეფე ჩარლზ III.

ამის შესახებ BBC წერს.

პორტრეტი ერთადერთი ცვლილება იქნება 5, 10, 20 და 50-ფუნტიანი ბანკნოტების არსებულ დიზაინში, რომლებიც მიმოქცევაში 2024 წლის შუა რიცხვებიდან შევა.

ელისაბედ II-ის პორტრეტით არსებული ბანკნოტები მაღაზიებში ახალი ბანკნოტების შესვლის შემდეგაც მიიღება.

დედოფალი ელიზაბეტ II ერთადერთი მონარქია, რომელიც 1960 წლიდან ინგლისის ბანკის ბანკნოტებზე გამოჩნდა.

შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ბანკების მიერ გამოშვებულ ბანკნოტებზე მონარქი არ არის გამოსახული.

ინგლისის ბანკში განაცხადეს, რომ, სამეფო ოჯახის მითითებით, ახალი ბანკნოტები დაიბეჭდება მხოლოდ გაცვეთილი ბანკნოტების ჩასანაცვლებლად ან გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებით 50 პენსის მონეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით საფოსტო ოფისებში უკვე შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები