ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გზამკვლევის მომზადებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გზამკვლევის მომზადებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტები ესწრებოდნენ, რომლებმაც თემასთან დაკავშირებით მოსაზრებები და პრეზენტაციები წარმოადგინეს.

“აღნიშნული გზამკვლევის შემუშავება მნიშვნელოვანია საქართველოში ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების არსებული სისტემის გაუმჯობესების, ასევე, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის.

ნიადაგის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გზამკვლევის მომზადება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი” (GRF) ფარგლებში ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები