უკრაინა ბელარუსთან საზღვარს აძლიერებს

უკრაინა ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული ჯარების შესაძლო შეტევის ფონზე, აღნიშნულ ქვეყანასთან საზღვარს აძლიერებს, – ამის შესახებ  უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვაშენებთ თავდაცვით ხაზებს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის მთელ სიგრძეზე“, – აღნიშნა ენინმა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ BBC-სთან ინტერვიუში მას შემდეგ ისაუბრა, რაც კიევზე რუსული თვითმფრინავის მორიგი მასიური თავდასხმა განხორციელდა, რომელმაც სერიოზულად დააზიანა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და უკრაინის დიდი ტერიტორიები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

„ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, შევძელით ჩამოგვეგდოთ რუსული მხარის მიერ გაშვებული თვითმფრინავების 90%-მდე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, მაგრამ პრობლემატურია, როცა ელექტროენერგია არ არის“, – განაცხადა ევგენი ენინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები