პუტინის განცხადებით, რუსეთი ბელარუსში სამხედრო წვრთნებს ატარებს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამჟამად, რუსი სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
მისი თქმით, აღნიშნული წვრთნები არის ნაწილი მათი ქვეყნების უსაფრთხოების დასაცავად.
კრემლის ლიდერმა მინსკში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი და ბელარუსი სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებენ.
პუტინის თქმით, შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, მოკავშირე სახელმწიფოების [რუსეთისა და ბელარუსის] გარე საზღვრებზე ასეთი ზომების მიღება აუცილებელია.