რიში სუნაკი: სანამ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებს, რეალური მოლაპარაკებები არ შეიძლება
რუსეთის ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „სრულიად უაზრო იქნება დღევანდელ ვითარებაში“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა რიგაში, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი მოწოდება ყალბი იქნებოდა.
„რუსეთი ამას იყენებს გადაჯგუფებისთვის, ჯარების გასაძლიერებლად და სანამ ისინი არ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არ შეიძლება და არ უნდა იყოს რეალური მოლაპარაკებები.
ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილება ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. და ეს პირველ რიგში იმიტომ ხდება, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – განაცხადა რიში სუნაკმა.