“რუსეთი მზად არის ბელარუსში ატომური პროექტები განავითაროს” – პუტინი
რუსეთი მზად არის ბელარუსში ბირთვული პროექტები განავითაროს, მოამზადოს კადრები და განავითაროს მეცნიერება, – ამის შესახებ მინსკში ვიზიტად მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კოლეგა, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.
„ვაშენებთ ატომურ ელექტროსადგურს. პირველი ბლოკი მუშაობს და ის ცვლის, დაახლოებით 4,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. ჩვენ მზად ვართ ეს პროექტი განვავითაროთ, ვიმუშაოთ და ავაშენოთ ბლოკები. მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარია, მზად ვართ და ამას ვაკეთებთ – შევქმნათ ინდუსტრია, მოვამზადოთ ეროვნული კადრები, განვავითაროთ სათანადოდ მეცნიერება“, – განაცხადა მან.
ამასთან, რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ ქვეყნებს შორის შესაბამისი წინასწარი შეთანხმებები არსებობს.