გერმანია სანქცირებულ რუსულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პირებზე ვიზებს არ გასცემს

გერმანიაში ვიზები რუსეთის იმ მოქალაქეებზე არ გაიცემა, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან საქმიან, პოლიტიკურ ან ოჯახურ კავშირში იმყოფებიან.

ამის შესახებ DW-ს გერმანიის შსს-ში განუცხადეს.

ეს წესი ასევე ვრცელდება გერმანიის ეროვნულ სამუშაო ვიზებსა და ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვებზე.

შეიძლება, იყოს გამონაკლისი ამ წესიდან. გერმანიის დიპლომატიური სამსახური კონკრეტულად მიუთითებს, რომ სავიზო განაცხადის ფორმის შევსებისას არ არის საჭირო წინა სამუშაო ადგილის მითითება.

ამავდროულად, ვიზები არ გაიცემა სანქცირებული ორგანიზაციების ყოფილ თანამშრომლებზე, თუ ეს პირები ისეთ თანამდებობას იკავებდნენ, რომელიც დღესაც ხდის შესაძლებელს ამ ორგანიზაციის მიზნების და ქმედების მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები