ილია დარჩიაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალნუაიმისთან. მინისტრმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის კავშირები ინტენსიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში.
აგრეთვე, აღინიშნა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.