„თეგეტა ჰოლდინგის” უპრეცედენტო ემისია – კომპანიამ, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 150 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

ეს საქართველოს ისტორიაში, ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დიდი ემისიაა ობლიგაციების ინვესტორების ბაზა დივერსიფიცირებულია.

განთავსებაში არც ერთი ინვესტორის წილი 30%-ს არ აღემატება თეგეტა კავკასიის რეგიონში, ავტოინდუსტრიის სფეროში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი აქვს საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა „თეგეტა ჰოლდინგმა”, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტო მასშტაბის ლარის ემისია განახორციელა.

ემიტირებულია 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები. ეს საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისიაა, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი – სიდიდით მეორე. გამოშვებული ობლიგაციის ფასი TIBR+3.5%-ით განისაზღვრა.

განთავსების იურიდიული მრჩეველი BLC Law იყო. „თეგეტა ჰოლდინგის” გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 150 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ლიკვიდურობას. ობლიგაციების სრული ძირის თანხის დაფარვა გათვალისწინებულია 3 წლის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ყოველკვარტლურად დაიფარება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია, რომ საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე ენდობა თეგეტას. ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება ჩვენი კომპეტენტური გუნდის აქტიური ჩართულობითა და მუშაობით შევძელით.
აღსანიშნავია თიბისი კაპიტალის მხარდაჭერა და როლი ამ უპრეცედენტო ფინანსურ ოპერაციაში. ბონდების ძირითადი უპირატესობა მისი არაუზრუნველყოფილი ბუნებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის საბანკო სესხის საუკეთესო ალტერნატივა, რომელიც კომპანიას ფინანსური ვალდებულებების დივერსიფიცირების მარტივ შესაძლებლობას აძლევს. ის სახსრები, რაც ბონდების რეალიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება, სრულად მოხმარდება ჩვენი ჰოლდინგის განვითარებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გააქტიურებას. ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში გამოიცა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ჰოლდინგის სავალუტო რისკებს”.
„თეგეტა ჰოლდინგის” მიერ განთავსებული ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არცერთი ინვესტორის წილი არ აღემატება განთავსების 30%-ს. გამოშვებულ ობლიგაციებთან მიმართებით ფინანსური ორგანიზაციების დაინტერესებასა და აქტიურობას „თეგეტა ჰოლდინგში” კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობით ხსნიან. აღნიშნული ობლიგაციები წელს თიბისი კაპიტალის რიგით მე-11 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული რაოდენობაა. წლის განმავლობაში განთავსებების ჯამურმა თანხამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ისტორიულად, თიბისი კაპიტალს ჯამში 60-ზე მეტი ორგანიზაციის ობლიგაცია აქვს განთავსებული. მათ შორისაა 8 ევროობლიგაცია, რომლებიც ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე განთავსდა. 2022 წლის მონაცემებით, კაპიტალის ბაზარზე თიბისი კაპიტალი ლიდერია და ჯამური განთავსების მოცულობის მიხედვით, ბაზრის 77%-ს იკავებს. R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები