ოკუპანტებმა უკრაინაში დღეს უკვე 70 რაკეტა გაუშვეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღევანდელი მასირებული იერიშის დროს უკრაინაში 70-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

ამის შესახებ Ukrayinska Pravda წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, ამ დროისთვის, რუსეთმა 72 რაკეტა უკვე გამოიყენა.

ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გრძელდება, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა.

უკრაინის რეგიონების დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კიევში მეტრომ შეაჩერა მუშაობა, შეფერხებაა ასევე წყალმომარაგებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები