16 დეკემბერს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მეხუთე ეროვნული კონფერენცია და გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

16 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მეხუთე ეროვნული კონფერენცია და გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები.

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი 29, (სასტუმრო – ბილთმორ თბილისი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები