სტამბოლის მოქმედ მერს 2 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სტამბოლის მოქმედ მერს, ექრემ იმამოღლუს თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კოლეგიის ოფიციალური პირების შეურაცხყოფისთვის 2 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლომ სტამბოლის მერს პოლიტიკური მოღვაწეობა აუკრძალა.
ექრემ იმამოღლუმ 2019 წელს სიტყვით გამოსვლისას „სულელებად“ მოიხსენია ის მაღალჩინოსნები, რომელთაც არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმეს.
აღსანიშნავია, რომ ექრემ იმამოღლუს მერად არჩევა პირველი შემთხვევა იყო ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია თურქეთის უდიდეს ქალაქში დამარცხდა.