უკრაინამ ევროკავშირისგან 500 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება მიიღო
უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების განსაკუთრებული, მერვე პროგრამის ფარგლებში, 500 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება მიიღო.
როგორც უკრაინის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, ამ პროგრამის ფარგლებში ჯამური დაფინანსება 5 მილიარდ ევროს შეადგენს.
„სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ევროკავშირმა უკრაინას 7,2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება გაუწია. აგრესორი ქვეყნის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, ეს თანხები უკრაინას დაეხმარა გამკლავებოდა ომის ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს და ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას. მადლობა ევროკავშირის კოლეგებს უკრაინის თანმიმდევრული და სისტემატური მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერხი მარჩენკომ.