კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევს მოსკოვისთვის საახალწლო ზავის დადება არ შეუთავაზებია.
ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა – “განიხილავს თუ არა რუსეთის ხელისუფლება საახალწლო ან საშობაო ზავს და დათანხმდებიან თუ არა უკრაინის ხელისუფლების მსგავს შეთავაზებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში”.
“არა, არავითარი წინადადება არავისგან არ შემოსულა. ასეთი თემა დღის წესრიგში არ არის”, – თქვა პესკოვმა.