ბრიტანეთში უკრაინელ მოსამართლეებს სამხედრო დანაშაულების სასამართლო პროცესის გამართვისთვის ამზადებენ

რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების სასამართლო პროცესის გამართვისთვის, 90 უკრაინელ მოსამართლეს დიდი ბრიტანეთი გადაამზადებს.

ამის შესახებ Sky News-ის ეთერში დიდი ბრიტანეთის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორია პრენტისმა განაცხადა.

მოსამართლეთა გადამზადებას ბრიტანელი მოსამართლე, ხოვარდ მორისონი ხელმძღვანელობს, რომელიც იუგოსლავიასა და რუანდასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ტრიბუნალებზე მუშაობდა.

მოსალოდნელია, რომ რუსული აგრესიის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების სასამართლო პროცესების აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინელი მოსამართლეების მიერ გაიმართება.

ამ დროისთვის, უკრაინაში მსგავს საქმეებზე განაჩენი 14 რუსი ჯარისკაცისთვის არის გამოტანილი, თუმცა, მთლიანობაში, ომის დროს 43 000-ზე მეტი სამხედრო დანაშაულია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები