როგორი ამინდებია მოსალოდნელი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – გრძელვადიანი პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურა კიდევ ორი-სამი დღე გაგრძელდება. ტემპერატურა პიკს აღმოსავლეთ საქართველოში 19 აგვისტოს მიაღწვს, სადაც 40-41 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა განუცხადა. მისი თქმით, ცხელი ამინდი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება. როგორც თამარ გულედანი აცხადებს, საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა, გუშინ აღმოსავლეთ საქართველოში ლაგოდეხში დაფიქსირდა, სადაც ტემპერატურა 37 – 39 გრადუსს გაუტოლდა.
გულედანის განმარტებითვე, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტასად უნალექო ამინდი კვლავ გაგრძელდება, თუმცა, 21 აგვისტოს კახეთში, წვიმა ნალექის სახით არის მოსალოდნელი. “დასავლეთ საქართველოში, ხვალ დღის ბოლოს შესაძლებელია გაწვიმდეს და ტემპერატურამ დაიკლოს და 30-35 გრადუსს გაუტოლდეს“, – აღნიშნა თამარ გულედანმა.

რაც შეეხება, შავი ზღვის სანაპირო ზოლს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, 19-20-21 აგვისტოს დროდადრო იწვიმებს, თუმცა, მაღალი ტემპერატურა მაინც შენარჩუნდება. „რაც შეეხება დედაქალაქს, ცხელი ამინდები კვლავ გაგრძელდება, ნალექი წვიმის სახით მოსალოდნელი არ არის. ხვალ თბილისში ტემპერატურა 38-39 გრადუსს მიაღწევს“, – განუცხადა “კვირას” თამარ გულედანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები