მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ხაჭაპურიძემ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ გააცნო.

“დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა. ამიტომ, იძულებული ვარ  მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას – რა თქმა უნდა. ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს”, – წაიკითხა წერილი შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები