გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტი გაიზარდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტი 26 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე 17,6%-ით (3, 882 მილიონი ლარი) მეტია, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს დეპარტამენტის სამსახურების ინფრასტრუქტურის შესაბამისი სტანდარტით მოწყობას და აღჭურვას, მათ შორის, ორი ახალი ოფისის მშენებლობას ქუთაისსა და თელავში. ასევე – ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს, ტექნიკური მომსახურების ხარჯს, სამსახურების სხვადასხვა სახის ტექნიკით უზრუნველყოფას.
გაზრდილი ბიუჯეტი ხელს შეუწყობს დეპარტამენტის უფრო მეტად ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია.