პარლამენტში ევროპის სამშვიდობო მისიის კონტროლისა და დაცვის პოლიტიკის ოფიცერთან შეხვედრა გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ოპოზიციონერი წევრები – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია და კომიტეტის წევრი, ალექსანდრე ელისაშვილი ევროპის სამშვიდობო მისიის კონტროლისა და დაცვის პოლიტიკის ოფიცერს, მიხაელ რუდოს შეხვდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით არსებული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კონტექსტში ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას და ქმედით დახმარებას უწევს და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, აღნიშნული დახმარება, მეტად მნიშვნელოვანია. ევროპის სამშვიდობო მისიის კონტროლისა და დაცვის პოლიტიკის ოფიცერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ არსებულ პროგრამაზე, რომელიც საქართველოს უკვე აქვს და ასევე სამომავლო გეგმები მიმოვიხილეთ, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს. საქართველოსთვის, რომელსაც მოწყვლადი უსაფრთხოება და რუსული ოკუპაცია აქვს, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ალექსანდრე ელისაშვილმა, სამშვიდობო მისიის ოფიცერს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საპარლამენტო ოპოზიციის ხედვები გააცნო და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ევროკავშირის მხრიდან არსებული მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები