ნიკა მელია: სააკაშვილის სასამართლო პროცესები გაცდა ერთი ადამიანის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის პრობლემის ფარგლებს, ეს ყველას პრობლემაა

“ჩვენი საზოგადოების რეაქცია ადეკვატური იქნება ამორალურ, არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებით. უამრავი ადამიანი და ექიმია, რომელმაც პირადად ნახა სააკაშვილი და ამიტომაც დაიწერა ის სამედიცინო დასკვნები”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გაცდა ერთი ადამიანის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის პრობლემის ფარგლებს.

“ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მინიმუმ უუნარო გახდეს. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გაცდა ერთი ადამიანის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის პრობლემის ფარგლებს, ეს ყველას პრობლემაა!”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები