რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან განხორციელდა, მსხვერპლი არ არის.