თურქეთში 1-ელი იანვრიდან ტურისტული 2%-იანი გადასახადი ამოქმედდება

თურქეთში 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ტურისტებს საცხოვრებლის 2%-იანი გადასახადი დაეკისრებათ, უცხო ქვეყნების დიპლომატიური პერსონალი გადახდისგან თავისუფლდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NTV ავრცელებს.

საცხოვრებელზე გადასახადი დაეკისრებათ სასტუმროებში, საკურორტო სოფლებში, ბუტიკ- სასტუმროებში, მოტელებში, პანსიონატებში, სოფლებში, მთის სახლებსა და ბანაკებში მცხოვრებ პირებს.

ამასთან, სტუდენტები სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში, ჰოსტელებსა და ბანაკებში გადასახადისგან თავისუფლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები