კახეთში სასმელი წყლის დარიგება მიმდინარეობს

კახეთში სპეციალური ტექნიკის მეშვეობით სასმელი წყლის დარიგება მიმდინარეობს. პროცესი დღეს დილიდან რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში რთული უბნებიდან დაიწყო, სადაც მოსახლეობას თვეების განმავლობაში სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა.
სოფლების სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად რეგიონის გუბერნატორმა თავდაცვის სამინისტროსგან სპეცტექნიკა გამოითხოვა. ოთხი ერთეული წყალმზიდი საგარეჯოში, თელავსა და გურჯაანში გუშინ ჩავიდა. რვავე მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური შტაბები, ხვალიდან კი ამოქმედდება „ცხელი ხაზი”, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა დარეკონ და დახმარება მოითხოვონ.
შეგახსენებთ, რომ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა კახეთში ძლიერმა გვალვამ გამოიწვია, რასაც მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები