ბაჩო დოლიძე – ლევან ხაბეიშვილს: ზოგადად, არ გიხდება ტყუილის თქმა

“არადა, ხაშურში ერთად ვიყავით ჩასულები, მეგობრებთან ერთად და მათ შორის ნიკა მელია იყო”, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ხაშურშიც კი არ არის ნამყოფი, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად კი საქმე არ კეთდება.

დოლიძის თქმით, ხაბეიშვილის განცხადებით გაკვირვებულია.

„ტყუილს როცა ამბობ, ზოგადად, არ გიხდება ტყუილის თქმა, რა საჭირო არის, ვერ ვხვდები. გაკვირვებული ვარ ამ განცხადებით, ცოტა არა, ძალიან გაკვირვებული ვარ, არ დაგიმალავთ. მესმის, რომ გუშინდელი პოლიტსაბჭო მძიმე იყო მათთვის. გუშინ პოლიტსაბჭომ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ამ პროცესს სჭირდება პროფესიონალურად და კვალიფიციურად დაგეგმვა და არა ასეთი ბრიფინგები და ნაჩქარევი განცხადებების გაკეთება. მე ვფიქრობ ყველას მიუჩინა ადგილი გუშინდელმა, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებამ და ძალიან მკაფიო ხაზი გაესვა იმას, რომ ახლა კამპანია ისე უნდა ატარონ კანდიდატებმა, რომ სახე არ უნდა დაკარგონ. როგორც კი დასრულდა პოლიტსაბჭოს სხდომა, რომ გავიდნენ ჩვენი მეგობრები საკმაოდ კონსტრუქციული პოზიცია ჰქონდათ, მე ძალიან მომეწონა და დღეს დილით რამ უკბინათ, არ ვიცი. აბსოლუტურად ყველაფერს ეთანხმებოდა, აბსოლუტურად ყველა ჩვენ მიერ წამოყენებულ ინიციატივებს გასაკვირად ეთანხმებოდნენ და რომ მოვიხედე, აღარ იყვნენ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები