საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო ვალის გზამკვლევის” პრეზენტაცია გამართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტში „სახელმწიფო ვალის გზამკვლევის” პრეზენტაცია გამართა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა გზამკვლევის მიზანია, პარლამენტის წევრებს გააცნოს სახელმწიფო ვალის საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის, დამტკიცების და შესრულების კონტროლის ეტაპებზე.

„დონორებთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებისთვის. „სახელმწიფო ვალის გზამკვლევი” ერთ-ერთია მათ შორის. ინფორმაციული დატვირთვის გარდა გზამკვლევში მოცემულია საბიუჯეტო (ვალის) კალენდარი, ზედამხედველობის პროცესის განსახორციელებლად პარლამენტის წევრებისთვის დამხმარე რესურსები. გზამკვლევი ასევე მოიცავს არსებულ გამოწვევებს და დაგვანახებს საგარეო და საშინაო ვალის აღებასთან დაკავშირებულ რისკებს, “- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გზამკვლევზე ექსპერტმა მიხეილ კუკავამ იმუშავა. დოკუმენტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების ფონდის ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” მიერ დაფინანსებული პროგრამის – ,,ეროვნული პარლამენტების მხარდაჭერა სახელმწიფო(საჯარო) ვალის ზედამხედველობის პროცესში, მათ შორის, პანდემიის დროს” – ფარგლებში მომზადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები