“რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება ფასდაუდებელია, მაგრამ ჩვენ სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნება გვსურს” – ანქვაბი
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ “აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება” ფასდაუდებელია, მაგრამ ე.წ. რესპუბლიკას “სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს”.
ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, უახლოეს მომავალში ითქვას, რომ აფხაზეთი შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს, ანქვაბი ამბობს, რომ „ამაზე ყოველთვის იყო საუბარი”.
“2008 წელს მოხდა რესპუბლიკის აღიარება და ჩვენ ამას ვაფასებთ. რუსეთის ფედერაციისთვის ეს არის შეუქცევადი გადაწყვეტილება. აფხაზეთი პატარა ქვეყანაა, რომლის ხალხმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და სურს, იყოს დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ეს გამოგვდის. ჩვენ გვინდა, ვიყოთ უკეთესები და რუსეთი ამაში გვეხმარება და გააგრძელებს დახმარებას”, – თქვა ანქვაბმა.