ირაკლი კობახიძე: სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ

“მათ რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა აინტერესებდეთ, ამდენი ხანი არ ექნებოდათ წამახალისებელი კამპანია თვითდაზიანებასთან დაკავშირებით”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრას.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს – ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, რაც არასწორია, ეს არის ბოლო კომენტარი, რასაც სააკაშვილთან დაკავშირებით ვაკეთებ. დანარჩენი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამ თემას არ უნდა მიეცეს. ისინი ფულს ხარჯავენ პოლიტიკური, პიარული, კამპანიისთვის, ლობისტებს ქირაობენ. მათი მიზანია პოლიტიზება, ჩვენ კი არ გვინდა ამის პოლიტიზება, ამიტომ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები