„წინა პერიოდში გაჩერებული ყველა საგზაო სამუშაო განახლდება“

წინა პერიოდში გაჩერებული ყველა საგზაო სამუშაო განახლდება – ამის შესახებ თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა. გამგებელმა დღეს ნაძალადევის რაიონში გზის საფარის განახლებული სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, ნაძალადევის გამგეობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს როგორც უკვე დასრულებული სამუშაოების შესწავლას, ისე დაგეგმილი სამუშაოების მონიტორინგს.
“ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ადგილზე დაგვხდა შეჩერებული სამუშაოები. კომპანიების მიმართ გვქონდა კატეგორიული მოთხოვნა რომ, შეთანხმებულ ვადებში შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულება. დღეს უკვე ნაქალაქევისა და გარეჯელის ქუჩაზე განახლდა საგზაო სამუშაოები და ასე იქნება ყველგან, სადაც ეს პროცესი შეჩერებული იყო”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები