დევნილთა სამინისტრომ 6 კლინიკასთან მემორანდუმი გააფორმა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ 6 სამედიცინო კლინიკასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკები: „გორმედი“, „სენამედი“, „ო. ჩხობაძის სახელობის სამედიცინო კლინიკა“, ინფექციურ დაავადებათა ცენტრი „მედიქალ სიტი“, „დიმიტრი ნაზარაშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასაწავლო ცენრტი“ და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფო დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ქირურგიულ ოპერაციებს ჩაუტარებენ.
ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული კლინიკების ექიმთა ჯგუფებმა გორში, ნარკოლოგიური ცენტრის, ტურბაზისა და ვერხვების ჩასახლებებში დევნილებს უფასო ამბოლატორიული გამოკვლევები ჩაუტარეს. გარდა ამისა, ექიმთა მობილურმა ჯგუფებმა მძიმე ავადმყოფები ადგილზე გამოიკვლიეს. მინისტრმა სოზარ სუბარმა, დევნილთა უფასო სამედიცინო გამოკვლევების პროცესი მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები