დავით ნარმანიამ ოდიშვილების ოჯახს 1600 ლარი გადასცა (ფოტოკოლაჟი)
თბილისის მერი დავით ნარმანია და სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი გლდანში ოდიშვილების ოჯახს ესტუმრნენ.
ნარმანიამ და ჩივიაშვილმა მეათე შვილის დაბადება მიულოცეს და საჩუქრებთან ერთად, ფულადი დახმარების სახით 1600 ლარი გადასცეს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოდიშვილების ოჯახს მეათე შვილი – პატარა მარიამ ოდიშვილი ცოტა ხნის წინ შეეძინა. ოჯახი სოციალურად დაუცველია, რის გამოც სახელმწიფოსგან ყოველთვიურად შესაბამის ფულად დახმარებას იღებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ოჯახი, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე, ყოველთვიური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად 175 ლარს იღებდა.
2014 წლის აგვისტოდან კი ზემოთ აღნიშნული ოჯახი 200 ლარს მიიღებს.
ქ. თბილისის მერიიდან წელიწადში 3-ჯერ, ზემოთ აღნიშნული ბენეფიციარის ოჯახი კომუნალური გადასახადებისთვის 50 ლარის ოდენობით დახმარებას იღებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა მომდევნო წლისთვის გადაიხდება და გაუმჯობესდება.