“უკრაინამ ნოემბერში 8300-ზე მეტი სამხედრო დაკარგა” – შოიგუ

უკრაინის ჯარებმა ნოემბერში 8300-ზე მეტი სამხედრო, 5 თვითმფრინავი, 10 ვერტმფრენი, 149 ტანკი და 300-ზე მეტი ჯავშანტექნიკა დაკარგეს, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ არმიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები “დონბასის გათავისუფლებას აგრძელებენ”.

“ცოტა ხნის წინ, ჩვენს კონტროლს ქვეშ მოექცნენ მაიორსკი, პავლოვკა, ოპიტნოე, ანდრეევკა, ბელოგოროვკა იუჟნაია და კურდიუმოვკა. მნიშვნელოვანი ზიანია მიყენებული უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ტექნიკისთვის ლუგანსკ-დონეცკის და სამხრეთ დონეცკის მიმართულებით“, – თქვა მან.

შოიგუს მტკიცებით, რუსი სამხედროები მასიურ დარტყმებს შორი დისტანციის მაღალი სიზუსტის იარაღით ახორციელებენ სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ობიექტებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებსა და მათთან დაკავშირებულ სამიზნეებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები