დმიტრო კულება: ევროკავშირს მოვუწოდე, რომ სანქციების შემდეგი პაკეტი რუსეთის სარაკეტო ინდუსტრიას მოიცავდეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, რომ სანქციების შემდეგი პაკეტი რუსეთის სარაკეტო ინდუსტრიას მოიცავდეს.
როგორც კულება სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის წინააღმდეგ ტოტალური ომი უკრაინის ტოტალურ მხარდაჭერას ნიშნავს.
„მე და ჯოზეფ ბორელი შევთანხმდით, რომ ტოტალური ომი უკრაინის წინააღმდეგ ნიშნავს უკრაინის ტოტალურ მხარდაჭერას. მე მადლობა გადავუხადე ევროკავშირს თავდაცვითი დახმარებისთვის და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ევროკავშირის შემდეგი სანქციები უნდა მოიცავდეს რუსეთის სარაკეტო ინდუსტრიას. ის უნდა შეჩერდეს“, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
In Łódź, @JosepBorrellF and I agreed: total war against Ukraine means total support for Ukraine. I thanked the EU for its continued defense assistance and stressed that next EU sanctions should include those hitting Russia’s missile production industry: it must be put to a halt. pic.twitter.com/mM5zioAbwd
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) December 1, 2022