ხვალ ახალი წიგნის, “ოპოზოციურ წყვილთა ლექსიკონის” პრეზენტაცია გაიმართება

2 დეკემბერს ახალი წიგნის, “ოპოზოციურ წყვილთა ლექსიკონის” პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ წიგნის ავტორმა, ენათმეცნიერმა, ნათია ტყემალაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

” ხვალ, 2 დეკემბერს, 18:00 საათზე “ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში” ჩემი წიგნის პრეზენტაზია გაიმართება. წიგნის სახელწოდებაა “ოპოზოციურ წყვილთა ლექსიკონი”. ამ წიგნზე წლებია, ვმუშაობ, დაახლოებით – 2016 წლიდან. 2019 წელს “ქართული ენის ანტონიმთა მოკლე ლექსიკონი” გამოვიდა, ახალი წიგნი კი სწორედ მისი გაგრძელება გახლავთ.

ანტონიმები ენობრივი უნივერსალებია. სემანტიკურად დაპირისპირებული ლექსიკური ერთეულები სხვადასხვა სისტემის ენებისთვისაა დამახასიათებელი. ამჯერად, ის სხვა დამატებითი ანტონიმური წყვილებით, ზოგადად, ყველა სახის სემანტიკურად საპირისპირო ლექსიკური ერთეულებით შეივსო, რასაც ჩვენ “ოპონიმებს” ვუწოდებთ.
აღსანიშნავია ის, რომ ეს საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში ახალი ტერმინია. ყველა ანტონიმი ოპონიმია, მაგრამ ყველა ოპონიმი ანტონიმი ვერ იქნება. რაც შეეხება წიგნის სტრუქტურას: თეორიული მასალით იწყება, ერთვის ლექსიკონი, სიტყვათა შემოკლებანი და წყაროები.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ხელმძღვანელს, წიგნის რედაქტორს, ქალბატონ თამარ ვაშაკიძეს; რეცენზენტს, თამარ კვაჭაძეს; კონსულტანტს, ვაჟა შენგელიას. წიგნის გამოცემა – დაბეჭდვისათვის მადლობა “ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტს”, დამფუძნებელ ნინო ტორონჯაძეს, დეკან რუსუდან ციციშვილს, მარკეტინგისა და კომინიკაციის დეპარტამენტის ჯგუფს.

წიგნის თეორიულ და შინაარსობრივ ნაწილს ვრცლად პრეზენტაციაზე განვიხილავ”, – განაცხადა ნათია ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები