პატიმრობაში მყოფი, ბელარუსის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი, მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია
პატიმრობაში მყოფი, ბელარუსის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მარია კოლესნიკოვა გომელის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
პოლიტიკოსის ჰოსპიტალიზაციის მიზეზები უცნობია.
ამის შესახებ ასევე პატიმრობაში მყოფი ბელარუსი პოლიტიკოსის, ვიქტორ ბაბარიკოს “ტელეგრამში” დაიწერა.
მომხდარს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია გამოეხმაურა.
„საშინელი ამბავია. ჩვენო ძვირფასო მაშა (მარია), ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად გექნება!”, – დაწერა პოლიტიკოსმა.
კოლესნიკოვა 2020 წელს ლუკაშენკოს საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერია, ის სასჯელს “არეულობაში მონაწილეობისთვის” იხდის და 11-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.