უკრაინელმა სამხედროებმა მელიტოპოლთან მობილიზებულთა ბაზა გაანადგურეს
უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მახლობლად, სოფელ მირნის კლუბში განლაგებული მობილიზებულების ბაზას დაარტყეს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ 2-3 ძლიერი აფეთქება მოხდა.
ლიკვიდირებული ოკუპანტების რაოდენობა ზუსტდება.