რუსებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს – დაზიანებულია კერძო სახლები და გაზსადენი

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონს მძიმე არტილერიით დაარტყეს, დაბომბვის შედეგად მოხუცი ქალი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის, მიკოლა ლუკაშუკის განცხადებით, მტრის დაბომბვისას კერძო სახლები და გაზსადენი დაზიანდა.

„დღეს, დღის მეორე ნახევარში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიამ მძიმე არტილერია ესროლა ნიკოპოლის რაიონში მდებარე მირივსკას თემს“ – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები