აშშ უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა. Patriot-ი არის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომლის გაგზავნაც განიხილება“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა.
გამოცემის ცნობით, პენტაგონის მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის „მთავარ პრიორიტეტს“ წარმოადგენს.
„ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რომელიც უკრაინელებს რუსული თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება, ამიტომ ყველა შესაძლებლობა მაგიდაზეა, და ჩვენ განვიხილავთ, რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, განვიხილავთ შესაძლებლობების კომბინაციებს, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა“, – განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.