აშშ უკრაინას რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ ელექტროსისტემის განახლებისთვის 53 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს.
CNN-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.
აღნიშნული დაფინანსება ელექტროქსელის აღდგენისთვის აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, რომელიც უკრაინას უმოკლეს ვადაში უნდა მიეწოდოს, რათა მათ ზამთრის გადატანაში დაეხმაროს.
„ეს პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმატორებს, დენის დამცავ მოწყობილობებს, გამთიშველებს, სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა კრიტიკულ აღჭურვილობას“, – ნათქვამია განცხადებაში.