მიხაილ მიშუსტინი: სანქციების მიუხედავად, რუსეთის ფინანსური სისტემა სტაბილური დარჩა
რუსეთის ფინანსური სისტემა სტაბილური დარჩა, მიუხედავად სანქციებისა, ქვეყანამ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა, – ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დღის წესრიგში დგას ბიუჯეტის შესრულება. მიუხედავად გამოწვევებისა, მისი ძირითადი მაჩვენებლები რჩება დაბალანსებული. სანქციებს არ დაურღვევია რუსეთის ფინანსური სისტემის სტაბილურობა და არც მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, – განაცხადა მიშუსტინმა.
მისი თქმით, ქვეყანამ ნეგატიური სცენარების მიხედვით მოვლენების განვითარების პრევენცია მოახერხა.
„გატარებულმა სისტემურმა ზომებმა შესაძლებელი გახადა ეკონომიკაში ვითარების სტაბილიზაცია, საწარმოებისა და მთელი ინდუსტრიების საქმიანობის მხარდაჭერა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება რეგიონებში“, – აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.