„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების იუსტიციის მინისტრები გმობენ პუტინის მიერ ზამთრის ომის იარაღად გამოყენებას
„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ზამთრის ომის იარაღად გამოყენება დაგმეს.
ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა ბერლინში კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს სიცივეში უწევთ ცხოვრება.
როგორც მან აღნიშნა, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეს არის „ომის საშინელი დანაშაული, რომლის მიზანია, რომ ბევრი ადამიანი ზამთრის მსხვერპლი გახდეს“.
მარკო ბუშმანის განცხადებით, „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიება უნდა ჩატარდეს“.