პესკოვი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დასაწყებად კიევის პოლიტიკური ნებაა საჭირო
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს იმ შემთხვევაში თუკი კიევი პოლიტიკურ ნებას გამოავლენს და მზადყოფნას გამოთქვამს მოსკოვის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს უნდა იყოს პოლიტიკური ნება, მზადყოფნა განიხილონ რუსეთის ის მოთხოვნები, რაც კარგად არის ცნობილი“, – განაცხადა პესკოვმა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლა მოლაპარაკებები შეუძლებელია, რადგან უკრაინული მხარე მათ აბსოლუტურად უარყოფს“.