უკრაინაში 152 მმ-იანი ჭურვების მასობრივი წარმოება დაიწყეს
„უკრობორონპრომმა“152 მმ-იანი კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალების სერიული დამზადება დაიწყო.
ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იტყობინება.
ჭურვებზე წარწერაა – “ხარკოვისა და ლვოვისთვის”, “ბალაკლეასა და იზიუმისთვის”.
უკრაინელ “სელებრითებს” შორის ფლეშმობი დაიწყო, რომელზეც ისინი საბრძოლო მასალის ხელმოწერით რუს სამხედროებს „საუკეთესო სურვილებს“ გადასცემენ.
მანამდე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა არ გეგმავს დასავლეთის ქვეყნების მიერ მოწოდებული თანამედროვე საარტილერიო სისტემებისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალების წარმოებას. მათ, სავარაუდოდ, პარტნიორებისგან მიიღებენ.